Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

„ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირში: შედეგები და პერსპექტივები“

 

2025 წლის 7 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიხსნა ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე: „ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირში: შედეგები და პერსპექტივები“. კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა 36 მოხსენება, რომლებიც თემატიკის მიხედვით, გადანაწილებულ იქნა 8 სექციაში.

კონფერენციის დაწყებამდე, თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ, უნივერსიტეტის წინაშე შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, „უნივერსიტეტის ოქროს მედლით“ დააჯოლდოვეს პროფესორი ირაკლი კოვზანაძე და აკადემიკოსი მიხეილ ჯიბუტი, ხოლო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის უმაღლესი ჯილდო, „ფილიპე გოგიჩაიშვილის მედალი“ გადაეცათ პროფესორ სიმონ გელაშვილს და პროფესორ რევაზ გველესიანს.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის შემდეგ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ გახსნა კონფერენციის პლენარული სხდომა. მან ხაზი გაუსვა, რომ კონფერენცია ეძღვნება უნივერსიტეტის დაარსების 107 წლის იუბილეს.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ. მან ყურადღება გაამახვილა კონფერენციის თემატიკაზე და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი საქართველოს ევროპული გზის ერთგულია და ამას ადასტურებს ევროპულ უნივერსიტეტებთან არსებული მჭიდრო კავშირები. ამას გარდა, რექტორმა ფართოდ მიმოიხილა უნივერსიტეტში და კერძოდ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო და ინფრასტრუქტურული პროექტები და კონფერენციის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

პლენარულ სხდომაზე, თემაზე: „მომხმარებელთა კვლევის მნიშვნელობა ბიზნეს პროცესების სტატისტიკურ პროგნოზირებაში“ მოხსენებით გამოვიდა თსუ ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი სიმონ გელაშვილი.

პლენარული სხდომის შემდეგ, კონფერენციის მუშაობა სექციებში გაგრძელდა.

თარიღი: 07/02/2025